ჰიპერჰიდროზის მკურნალობა ინექციური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება ჭარბი ოფლიანობის შესამცირებლად. პროცედურის დროს სპეციალური ბოტულინოტოქსინის პრეპარატი ინექციის სახით შეჰყავთ იმ ზონაში, სადაც ოფლის ჭარბი გამოყოფაა. პრეპარატი დროებით ბლოკავს ოფლის ჯირკვლების აქტივობას, რის შედეგადაც ოფლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. პროცედურა ტარდება სწრაფად, მინიმალური დისკომფორტით და არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას. ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება რამდენიმე დღეში და გრძელდება საშუალოდ 6–12 თვემდე.

