მეზოტოქსინი

მეზოტოქსინი არის ინექციური პროცედურა, რომელიც აერთიანებს მეზოთერაპიის ტექნიკასა და მაღალი განზავების ბოტულინოტოქსინს. პროცედურა სრულდება კანის ზედაპირულ შრეებში მიკროინექციებით და მიზნად ისახავს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, მცირე ღარების კორექციასა და კანის გამოცოცხლებას. მეზოტოქსინი განსაკუთრებით ეფექტურია ფოტოდაბერებული, მოდუნებული და გაუწყლოებული კანის შემთხვევაში. პროცედურის შემდეგ კანი ხდება უფრო გლუვი, ერთგვაროვანი, დატენიანებული და ახალგაზრდული იერის.

რისთვის გამოიყენება

  • სახე
  • შუბლი
  • თვალის ირგვლივი ზონა
  • ნიკაპი
  • ტუჩის ირგვლივი ზონა
  • ყელი
  • დეკოლტე
  • მხრები და წინამხარი
  • ხელის მტევნები
  • მუხლები
  • ტერფის ზურგი