მეზოთერაპია

ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზედაპირულ ფენებში შეჰყავთ სპეციალურად შერჩეული ვიტამინები, ამინომჟავები, ჰიალურონის მჟავა და სხვა აქტიური ნივთიერებები. პროცედურა აუმჯობესებს კანის ხარისხს, ატენიანებს, აცოცხლებს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივ რეგენერაციას.

რისთვის გამოიყენება

  • კანის დატენიანებისა და კვებისთვის
  • კანის ტონუსისა და ელასტიკურობის გასაუმჯობესებლად
  • დაღლილი და გაუწყლოებული კანის აღსადგენად
  • წვრილი ნაოჭების შესამცირებლად
  • პიგმენტაციისა და კანის ფერის გასათანაბრებლად
  • თმის ცვენის სამკურნალოდ
  • სახის, ყელის, დეკოლტესა და ხელების გასაახალგაზრდავებლად