ორმაგი ბიორევიტალიზაცია არის ინექციური პროცედურა, რომელიც აერთიანებს კანის ღრმა ჰიდრატაციასა და დაკარგული მოცულობის აღდგენას. პროცედურის დროს გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ელასტიურობის გაუმჯობესებას და ახალგაზრდული იერის დაბრუნებას. პროცედურა ეფექტურია სახის, ყელის, დეკოლტეს, ხელის მტევნების და სხვა ზონებისათვის. შედეგად კანი ხდება უფრო დატენიანებული, გლუვი, ელასტიური და ვიზუალურად გაახალგაზრდავებული.

